top of page

ჩვენს შესახებ

Gorgasali Battle Royale Board Game გუნდი

მიუხედავად იმისა, რომ ვართ სამაგიდო თამაშების ენთუზიასტები და ბავშვობის მეგობრები, ჩვენ გვქონდა ერთმანეთისგან განსხვავებული მრავალი ჰობი, თუმცა სამაგიდო და ვიდეო თამაშები ყოველთვის რჩებოდა ამ სიის სათავში, აქედან გამომდინარე ჩვენ ყოველთვის ვეცნობოდით ამ ორი ინდუსტრიის სიახლეებს.

ჩვენი მთავარი მიზანი „გორგასალი“-ს შექმნის დროს იყო ამ ორი სამყაროს საუკეთესო ასპექტების გაერთიანება, რაც ნიშნავს ვიდეო თამაშების ვიზუალურ მხარეს და სამაგიდო თამაშების კარგად ფორმულირებულ და სააზროვნო მექანიკას.

ამ სრულიად ახალი თამაშის სტრუქტურიდან გამომდინარე, ჩვენ გთავაზობთ გართობის საშუალებას მეგობრებთან და ოჯახთან ერთად, ამავდროულად ფიქრს და დაძაბულ თამაშს.

team1 (1).png
team2 (1).png

„გორგასალი“-ს იდეა გაჩნდა 2018 წელს, რის შემდეგაც ძალიან მალე დავიწყეთ მასზე მუშაობა.

დღეს, 400 დღიანი  რთული მაგრამ სახალისო მუშაობის და 200 სატესტო თამაშის შემდეგ, ჩვენ გვჯერა რომ გორგასალი მზად არის ხალხში გასაზიარებლად.

გიწვევთ სამაგიდო თამაშების სამყაროში, სადაც ყოველი თქვენი მოქმედება გადაწყვეთს თქვენს ბედს. იმედი გვაქვს რომ თქვენც ისეთივე სიამოვნებას მიიღებთ თამაშის პროცესში, როგორიც ჩვენ მივიღეთ მისი შექმნის დროს.

bottom of page